ამერიკის სომხეთის ასამბლეა ახალ ხალისუფლებასთან ითანამშრომლებს

ამერიკის სომხეთის ასამბლეის წარმომადგენლები მომავალ კვირას სომხეთში ჩამოსვლას გეგმავენ, ახალ ხელისუფლებასთან კავშირების გასამტკიცებლად. ამის შესახებ ასამბლეის თავმჯდომარე ენთონი ბარსამიანი აცხადებს.

“როგორც ამერიკელი სომხები, ჩვენ ახლა უნდა მივმართოთ სომხეთის ახალ ხელისუფლებას, თუ როგორ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები ქვეყანაში, როგორ უზრუნველყოფენ სომხეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას”, – განაცხადა ბარსამიანმა.

ბარსამიანის თქმით, ამერიკის სომხეთის ასამბლეა არ ახორციელებს პოლიტიკურ პროცესებს, ამიტომ ელოდება სომხეთის ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბებას. ენთონი ბარსამიანის განცხადებით, ქვეყნის მთავარი პრობლემებია ეკონომიკა და უსაფრთხოება, და დიასპორას შეუძლია მათი გადაჭრაში მონაწილეობა.

“შეერთებულმა შტატებმა თავისი როლიც უნდა ითამაშოს,”- აღნიშნა მან.

Leave a Reply