ფაშინიანის თქმით, არცახში საპროტესტო აქციები შეწყდება

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ Facebook-ის გვერდზე აცხადებს, რომ შეთანხმების შედეგად არცახში საპროტესტო აქციების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

“სტეფანაკერტის დემონსტრანტების საკოორდინაციო კომიტეტმა განაცხადა, რომ არცახის პრეზიდენტ ბაკო საჰაკიანთან შეთანხმების და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფანშინიანის მოწოდების გათვალისწინებით, წყვეტენ აქციებს. მე ვამაყობ თქვენით, არცახის რესპუბლიკის მოქალაქეებით,” – წერს ფაშინიანი.

ნიკოლ ფაშინიანმა უფრო ადრე არცახში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა.

მთიან ყარაბაღში 1-ელ  ივნისის ღამით დაწყებული საპროტესტო აქციები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობს.

Leave a Reply