იოჰანეს ჰანმა ფაშინიანს არჩევნებში გამაჯვება მიულოცა

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობების დროებით შემსრულებელს ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამაჯვება მიულოცა. ჰანმა ამის შესახებ Twitter-ის თავის გვერდზე დაწერა.

„ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას. ჩვენ ველით, რომ სომხეთსა და ევროკავშირს შორის ეფექტიანი თანამშრომლობა გაგრძელდება. ახლა, მთავრობის სწრაფი ფორმირება გადამწყვეტ როლს შეასრულებს შემდგომი რეფორმების პოზიტიური იმპულსის შენარჩუნებაში“, – წერს ჰანი.