“არარატ – 73”-ის თამაშებს 56 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო

“არარატ – 73” ყოფილი სააბჭოთა ქვეყნების იმ გუნდებიდან ერთ-ერთია, რომლის თამაშებს ბოლო 50 სეზოონის განმავლობაში ყველაზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო.

გამოცემა “БИЗНЕС Online”- ის მიერ შედგენილ ცხრილში ერევნის “არარატი” ამ მაჩვენებლით მე-6 ადგილზეა.

1973 წელს, როდესაც”არარატი” ჩემიპიონი გახდა, გუნდის 15 საშინაო თამაშზე გულშემატკივრების რაოდენობამ  56,867  ადამიანი შეადგინა.

“1973 წლის სეზონზე ერევნის კლუბი პირველად და უკანასკნელად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. ეს კლუბის უდიდესი მიღწევაა. რისი თქმა შეიძლება, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ  “არარატი” სომხეთის ჩემპიონი მხოლოდ ერთხელ გახდა 1993 წელს”-წერს გამოცემა.

პირველ ადგილს კი თბილისის “დინამო” იკავებს.  “დინამოს” 15 საშიანო თამაშზე 68,200 ადამიანი გულშემატკივრობდა .

Leave a Reply