CSTO- ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იური ხაჩატუროვის შეცვლის საკითხი განიხილეს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზოჰრაბ მნაცაკანიანის მონაწილეობით ნიუ-იორკში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, CSTO- ის გენერალური მდივნის შეცვლის საკითხი განიხილეს.

სომხეთმა, CSTO პარტნიორ ქვეყნებს გენერალური მდივნის შეცვლის პროცესის დაწყება შესთავაზა. CSTO- ის გენერალურ მდივანს, იური ხაჩატუროვს სასამართლომ გირაო შეუფარდა, თუმცა, 4 აგვისტოს ის მოსკოვში დაბრუნდა და განაგრძო მუშაობა.

CSTO- ის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს კოლექტიური უშიშროების საბჭოს სხდომებზე, რომელიც ნოემბერში ასტანაში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოშ დაბადებულ, 66 წლის გენერალ-ლეიტენანტ ხაჩატუროვს გამოძება 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ დაწყებული გამოსვლების ჩახშობას და რესპრესიებში ადანაშაულებს. მაშინ მას ერევნის გარნიზონის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.

ამავე საქმეზე გამომძიებლებმა მანამდე ბრალი წაუყენეს ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანსაც.