ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა

სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის ბრძანებით, დღეს ბლოკის , “ჩემი ნაბიჯი” ლიდერმა, პრემიერ-მინისტრის მოვალეობების დროებითი შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალურად პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.

პრეზიდენტის ბრძანების ტექსტი განთავსებულია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.