გაზიფიცირების პრობლემა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში

გაზიფიცირების პრობლემა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში კვლავ აქტუალურია.

ძირითადად ამ პრობლემას რაიონული ცენტრიდან, ახალქალაქიდან მოშორებული სოფლების მცხოვრელები აწყდებიან და ეს, ალბათ, ერთერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. ზამთარში ფერმერის ცხოვრებაგანსაკუთრებით მძიმე ხდება, რადგან საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გაზის “ბალონის” ყიდვა უწევთ, რითიც სახლი ვერ თბება და, დამატებით, გასათბობად, შეშის შეძენაც სჭირდებათ.

Ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ერთ გზაზე მყოფ, ერთდროულად რამდენიმე სოფელს, დადეშს, სულდას, კარწახს, მიასნიკიანს, დაბნიას, ერინჯას და ხავეთს, გაზიფიცირების მწვავე პრობლემა აქვთ. 

სოფლის მაცხოვრებლების თქმით, ამ საკითხს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ყურადღებას აქცევენ, თანასოფლელი იმედოვნებს, რომ მისი პრობლემებიც მოგვარდება, თუმცა აღნიშნულ სოფლებში ბევრისთვის გაზიფიცირება უკვე ერთი შეხედვით არარეალურ ოცნებად იქცა

Დაპირებები გაზიფიცირების პრობლემის მოგვარების შესახებმაჟორიტარი დეპუტატის სამველ მანუკიანის საარჩევნო პროგრამაშიც იყო ასახული, თუმცა სოფლების სახელწოდებები პროგრამაში აღარ დაუკონკრეტებიათ.

 ამ საკითხთან დაკავშირებითალიქ მედიაამ სოფლების მცხოვრებლებსაც ესაუბრა.
წინასაარჩევნო პერიოდში ყოველწლიურად მოდიან და გპირდებიან, რომ ეს პრობლემა ერთორ წელიწადში მოგვარდება. სოფელს ისევ იმედები და ოცნებები დარჩა. ჩვენ და ჩვენი სოფლის მსგავს შორეულ სოფლებს მხოლოდ იმ პერიოდში გვახსოვს, როცა მერის ან სოფლის არჩევისთვის ხმებია საჭირო, მაგრამ როგორც ხედავთ, წლები გადის, მაგრამ ეტლი არ იძვრის“, – ამბობს სოფელ ხავეთში მცხოვრები სერიოჟა ხაჩატურიანი.

აღნიშნული სოფლებიდან ყველაზე შორს სწორედ სოფელი ხავეთია, რომელიცახალქალაქიდან 32 კმში მდებარეობს. საბავშვო ბაღის არქონა, გზის ნაწილის  მდგომარეობა,, მასწავლებლების ნაკლებობადა სხვა პრობლემები სოფელს მრავლად აქვს, თუმცა მოსახლეობაგაზიფიცირებას უმთავრეს პრობლემად მიიჩნევს.

Სასმელი წყლისა და გზის პრობლემა სოფელ კარწახშიც აქვთ, თუმცა გაზიფიცირება სოფელ კარწახში მცხოვრებთათვისაც ყველაზე აქტუალური საკითხია.

გაზის პრობლემა უფრო რთული მოსაგვარებელია, გაზსადენს 20 კილომეტრის გავლა მოუწევს, რომ კარწახამდე მივიდეს. თუმცა, გაზმომარაგებისა და წყლის ნაკლებობა დიასახლისებისთვის განსაკუთრებით მძიმე ტვირთია. სხვა სოფლებთან შედარებით, სადაც ეს პრობლემაა, კარწახი შედარებით ახლოს არის რაიონულ ცენტრთან, მაგრამ ეს პრობლემა მრავალი წლის განმავლობაში გადაუჭრელი რჩება“. – ამბობს სოფელ კარწახში მცხოვრები აღას მჰერიანი.

ალიქ მედიაახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერს, მელქონ მაკარიანსაც დაუკავშირდა. მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქის ხელისუფლებამ ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგა და დგამს.

ჩვენს მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოს ფული გაზიფიცირების პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ ჩვენ ვაწარმოებთ საერთო მოლაპარაკებებს მთავრობასთან და არა მხოლოდ აღნიშნული სოფლების, არამედ ყველა სოფლის მიმართ, სადაც ეს პრობლემაა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ადმინისტრაციამ იცის, რომ სოფლების შემდგომი განვითარებისთვის მოსახლეობას გაზიფიცირება სჭირდება და პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ კონკრეტულ თარიღს ვერ დავაკონკრეტებთ, რომ ამ ხნის განმავლობაში პრობლემა მოგვარდება“. – ამბობს მაკარიანი.

როგორც მერმა მიგვითითა, ქალაქის ბიუჯეტში გაზიფიცირების პრობლემის მოგვარებაზე, 2024 წელს, მართლაც არ არის თანხა გამოყოფილი, შესაბამისად, მოგვარდება თუ არა ეს პრობლემა, უცნობია. ფაქტია, რომ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება ამ სოფლის მაცხოვრებელთათვის დაპირებად დარჩა და, სავარაუდოდ, ზემოჩამოთვლილი რვავე სოფლის მოსახლეობა წელსაც გაზის გარეშე დარჩება.