არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორების პროფესიული განვითარება

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -საქართველო“  2017-2019 წლებში არაქართულენოვანი სკოლების 2000-ზე მეტი პედაგოგისა და დირექტორისთვის გადამზადების კურსს ჩაატარებს.

პროექტის  სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს, არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისურის  VII-XII კლასების 2,177 მასწავლებლი და 213 დირექტორი.

გადამზადებას გაივლიან ასევე სკოლის ბაზაზე არჩეული პროფესიული განვითარების ფასილიტატორები. თითოეული მათგანი გადამზადდება ფინანსების, ადამიანური რესურსების, დროის, სასწავლო პროცესების ეფექტიანი მართვისა და სხვა მიმართულებებით.

კურსები 2 მაისს დაიწყო. დღის წესრიგთან დაკავშირებული პირველი შეკრებები ნინოწმინდასა და ახალქალაქში ჩატარდა .

გადამზადების კურსის წარმატებულად დამთავრების შემთხვევაში, პედაგოგები  სერტიფიკატს  მიიღებენ.

Leave a Reply