აფეთქება ახალქალაქში

18 ივლისს 20:00 საათზე აღმაშენებლის №8 ქუჩის მრავალსართულიანი შენობის ერთ-ერთ ავტოფარეხში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ცეცხლი გაჩნდა. დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.

მაღალსართულიან შენობაში მცხოვრები ასატურ ქოჩოიანი ავტოფარეხში აფეთქების შედეგად დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, ის საკუთარ მანქანში იმყოფებოდა. აფეთქების მიზეზი ცნობილი არ არის. მეზობლების თანახმად ცეცხლის გაჩენამდე ნაპერწკლები შეამჩნიეს, ხოლო შემდეგ ცეცხლი გაჩნდა.

დაზარალებული გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, მან პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღო. მისი მდგომარეობა სტაბილურია. მეზობელთაგან არავინ დაშავებულა.

Leave a Reply