სომხეთის უნივერსიტეტბეში ათასობით ვაკანტური ადგილია დარჩენილი

სომხეთის უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების შედეგები ცნობილია, სიები გამოქვეყნებულია და უკვე გაირკვა, რომ უამრავი ადგილი თავისუფალი დარჩა (იგულისხმება ფასიანი სწავლების განყოფილებები).

ზოგი სპეციალობის შემთხვევაში თავისუფალი ადგილების რაოდენობა ზუსტად იმდენია, რამდენი ვაკანტური ადგილიც იყო გამოცხადებული.

მაგალითად, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდეგი მდგომარეობაა:

ფიზიკის ფაკულტეტზე თავისუფალია 47 ადგილი 50-დან

ქიმია – 24 ადგილი 26-დან

ფარმაცია – 33 ადგილი 68-დან

ბიოფიზიკა და ბიოინფორმატიკა – 30 ადგილი 33 – დან

სერვისი – 55 ადგილი 125-დან

ეკონომიკა – 80 ადგილი 130-დან

სომხური ენა და ლიტერატურა – 31 ადგილი120 დან

საერთაშორისო კომუნიკაცია, რუსული ენა – 40 ადგილიდან თავისუფალია 40-ვე ადგილი

ინგლისური ენა და ლიტერატურა – 52 ადგილი 135-დან

ეკლესიათმცოდნეობა – 38 ადგილი 45-დან

ხოლო ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და იურიდიული ფაკულტეტებისთვის განკუთვნილი 140-ვე ადგილი შევსებულია. ორივე ფაკულტეტზე სწავლა შედარებით უფრო ძვირია, ვიდრე ზემოთაღნიშნულ ფაკულტეტებზე .

Leave a Reply