“სომხეთის რესპუბლიკისთვის” წევრებმა სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს

“თანამემამულეებო, სერჟ სარგსიანმა უნდა დატოვოს პოლიტიკა. გარდაუვალი კრიმინალური რეჟიმის დაშლის შემდეგ, ჩვენ ახალ სომხეთს, ახალ კონსტიტუციასა და მმართველობას შევქმნით” – , აცხადებენ “სომხეთის რესპუბლიკისთვის” პროტესტის აქციის წევრები. 

“2008 წელს, ძალადობით მოპოვებული სერჟ სარგსიანის ძალაუფლება დასასრულს მიუახლოვდა. ამჯერად, კონსტიტუციის ცვლილიბით და თაღლითური რეფერენდუმის გზით მივიდა ფინალურ ეტაპზე. დაუშვებელია ის, რომ ქვეყანას მართავდეს პიროვნება, რომელმაც 10 წლის მმართველობის განმავლობაში ქვეყანა ურთულეს სიტუაციაში ჩააგდო, გააძლიერა კორუპცია და წარუმატებელი რეფორმები ყველა სფეროში. სერჟ სარგსიანის ძალაუფლების მე-3 ვადა იმედგაცურებასა და ემიგრაციის ახალ ტალღას წარმოქმნის. მოვუწოდებთ სომეხთა თანამეგობრობას,   ჩვენს თანამემამულე სომხების დიასპორას ერთობლივი საპროტესტო აქცია გავმართოთ სერჟ სარგსიანისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ” – , განაცხადეს საპროტესტო აქციაზე.

Leave a Reply