მოქალაქეებმა ერევან-გიუმრის გზა გადაკეტეს

დაახლოებით ერთი საათია, რაც ერევან-გიუმრის საავტომობილო გზის სოფელ უჯანის მონაკვეთზე 200-ზე მეტმა მოქალაქემ გზა გადაკეტა და მოძრაობა შეფერხებულია.

shamshyan.com– ის ინფორმაციით, რამდენიმე დღეა რაც კომუნიკაციისა და ტრანსპორტის სამინისტროს თანამშრომლები სატვირთოს მძღოლებს ზედმეტი ტვირთის გადაზიდვის გამო აჯარიმებენ. მოსახლეობა მძღოლების დაჯარიმებას აპროტესტებს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ სომხეთის პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანთან და კომუნიკაციისა და ტრანსპორტის მინისტრ ვაჰან მარტიროსიანთან შეხვედრას, წინააღმდეგ შემთხვევაში გზას არ გახსნიან.

 

Leave a Reply