Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
საქართველოს დელეგაციის დახვედრის ცერემონია ერევნის საერთაშორისო აეროპორტში გამართა. ქართველ კოლეგას სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი დახვდა.
კვირიკაშვილის თან ახლავს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და სხვა ოფიციალური პირები.