ჰოლანდიის პარლამენტმა ალიევის და მისი ოჯახის წინააღმდეგ სანქციები მიიღო

ჰოლანდიის პარლამენტმა ილჰამ ალიევის, მეჰრიბან ალიევას, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მრავალი სხვა პირის მიმართ ომის დანაშაულებისა და არცახის წინააღმდეგ განხორციელებული სისასტიკის გამო ინდივიდუალური სანქციების შესახებ შუამდგომლობები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდებში სომხური ორგანიზაციების ფედერაცია ავრცელებს.

“დღეს ჰოლანდიის პარლამენტმა მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ ბოროტმოქმედებაზე 5 შუამდგომლობა მიიღო, მათ შორის სანქციები აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ, სანქციები თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დანაშაულის წინააღმდეგ და თურქეთის იარაღის გაყიდვის მორატორიუმი”, – წერია ორგანიზაციის Twitter-ზე.