სტამბულის სომხური გაზეთის რედაქტორის, ტრაგიკულად დაღუპული ჰრანტ დინქის 63 წლის იუბილე

15 სექტემბერს, სტამბოლის სომხური გაზეთ “Agos”-ის დამფუძნებელ და ყოფილ რედაქტორს ჰრანტ დინქს 63 წელი შეუსრულდებოდა. დინქი 1954 წელს დაიბადა, დასავლეთ სომხეთის მალათიას რეგიონში.

დინქი თანამედროვეთა შორის ერთერთი იყო, ვინც სიჩუმე დაარღვია და სომხური გენოციდის შესახებ დაიწყო საუბარი თურქეთის მთავარ ქალაქ სტამბულში.

“Agos”-ის მიმომხილველი, თურქი მეცნიერი ბაქს ორანი წერს: “პირველი, მან გავლენა მოახდინა თურქებზე… მეორეც, მან გავლენა მოახდინა თურქეთში მცხოვრებ სომხებზე… მესამე, მან გავლენა მოახდინა დიასპორაზე… მან თურქეთის საზოგადიებას აგრძნობინა 1915 წლის თემის ტრაგიზმი და ალტერნატიული ალტერნატიული ისტორია გააცნო”.

ჰრანტ დინქი 2007 წლის 19 იანვარს დაიღუპა. მას 16 წლის თურქმა ოგუინ სამასთიმ ესროლა  სტამბულში “Agos” გაზეთის რედაქციის წინ. ჰრანტ დინქის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი 10 წელია გრძელდება და ჯერჯერობით განაჩენი არ გამოტანილა.

Leave a Reply