რატომ აღნიშნავს სომხეთი 9 მაისს სამმაგ დღესასწაულს

9 მაისს სომეხი ერი სამ ღირსშესანიშნავ მოვლენას აღნიშნავს: სამამულო ომში გამარჯვებას, მთიან ყარაბაღში მდებარე ქალაქ შუშინის განთავისუფლებას და მთიანი ყარაბაღის არმიის შექმნის დღეს.

1941 წელს დაწყებულ  დიდ სამამულო ომში სომხემა ერმა მონაწილეობა მთელი  ძალებით მიიღო. 1945 წელს საბჭოთა ბარი შევიდა ბერლინში და ამ დღით აღინიშნება ისტორიული გამარჯვება ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ. ამ გამარჯვებაში დიდი ღვაწლი აქვს ყველა საბჭოთა ერს.

არსებულ მონაცემთა თანახმად, დიდ სამამულო ომში მონაწილეობა მიიღო 600 ათასმა სომეხმა, რომელთაგან 300 ათასი იყო საბჭოთა სომხეთიდან.

70 ათასი სომეხი დაჯილდოვდა სამხედრო ორდენებითა და მედლებით; სამბჭოთა გმირის მაღალი წოდება მიენიჭა 103 სომეხს; საბჭოთა კავშირის ორმაგი გმირის წოდება მიენიჭა ჰოვაჰნნეს ბაღრამინს და ნელსონ სტეფანიანს; 27 სამხედრო გახდა დიდების ორდენის სრული რაინდი, რაც გმირის წოდების თანაბარია.

სომეხმა ერმა სამამულო ომში გაუშვა  64 გენერალი, 1 ავიაციის მარშალი და 1 ადმირალი. ომის შემდეგ გენერლის წოდება მიიღო საომარ მოქმედებებში მონაწილე 83-მა სომეხმა ოფიცერმა.

მეორე მნიშვნელოვანი დღესასწაული 24 წლის წინანდელ, არცახის თავდაცვის არმიისა და მოხალისეთა ჯგუფების მიერ ქალაქ შუშის განთავისუფლების ფაქტს უკავშირდება. ეს იყო 1992 წელს, როდესაც 9 მაისის დილას სომხურმა ქვედანაყოფებმა წარმატებით დაასრულეს ოპერაცია „ქორწლი მთებში“ და იმ დროის სომხეთის თავდაცვის მინისტრი ვაზგენ სარგსიანის, არკადი ტერ-თადევოსიანისა და სამველ ბაბაიანის მიერ შემუშავებული ქალაქ შუშის განთავისუფლების საბრძოლო გეგმის თანახმად, გაათავიუფლეს შუში.

მესამე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც 9 მაისს აღინიშნება, არის მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის არმიის შექმნის დღე. ეს მოვლენა  სომეხი ხალხის უახლესი ისტორიის უდიდესი მიღწევებიდან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიიჩნევა.

ფოტო: civilnet.am

Leave a Reply