მიჩიგანის შტატმა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიარა

აშშ-ის მიჩიგანის შტატის სენატმა ცონტა ხნის წინ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებს აღიაროს მთიანი ყარბაღის დამოუკიდენბლობა, ასევე ეკონომიკური და კულტურული ურთიერტობები დაამყაროს არცახთან და მხარი დაუჭიროს მშვიდობასა და სტაბილურობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ამერიკის სომხური კომიტეტის ცნობით,  სენატორმა დევიდ ქნიზექმა სენატში წარადგინა აშშ-ში არცახის (ყარაბაღის) წარმომადგენელი რობერტ ავეტისიანი, წერს სააგენტო tert.am.

„ჩემი კოლეგების მიმართვით მინდა მცირე ისტორიული მიმოხივლა წარგიდგინოთ. არცახი მდებარეობს სამხრეთ კავკასიაში და ის ისტორიულად ცნობილია, როგორც სომხური ტერიტორია. რეგიონი მეტწილად დასახლებულია ეთნიკურად სომხებით. 1991 წელს იოსებ სტალინი იყო ვინც ჩამოართვა ყარაბაღი სომხეთს და ის საბჭოთა აზერბაიჯანს ჩააბარა, თუმცა ყარაბაღის მოსახლეობამ ერთმად დამოუკიდებლობას ხმა მისცა“-აღნიშნა ქენზიმ და შეახსენა 300,000 სომეხის დეპორტაცია და გაძევება აზერბაიჯანიდან.

მიჩიგანი ყარაბარის დამოუკიდებლობა აღიარებული აშშ შტატებიდან მე-8 გახდა.

Leave a Reply