ENPARD-ი ახალქალაქში

ახალქალაქის რაიონში პროექტ ENPARD 2-ის ფარგლებში იწყება ახალი ყოვლისმომცველი პროექტი, რომელიც ახალაქალაქის რაიონის განვითარებას ემსახურება.

(GRDD) საქართველსო საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან არსებული საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების  დეპარტამენტი, Mercy Corps, Elva Community Engagement და West Cork Development Partnership-თან თანამშრომლობით იწყებს პროექტს „ ახალქალაქის სოფლების განვითარების ახალი მიდგომის მხარდასაჭერად“, წერს სააგენტო jnews.ge. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი.

როექტის ბიუჯეტი შეადგენს 2 444 444 ევროსა და პროექტი გაგრძელდება 2020 წლის აპრილამდე.

პროექტის სამიზნე ჯგუფებია: ახალგაზრდები და  ქალები. ასევე  ქალაქის ცალკეული რაიონები.

საწყის ეტაპზე შეიქმნება 30 კაციანი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლები  შევლენ. ჯგუფი იმუშავებს განვითარების პრიოერიტეტების სწორ განსაზღვრაზე.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიძლება ჯანდაცვის, სპორტის, კულტურის, ტურიზმის, ბიზნესის, სოციალურ საკითხთა; ასევე ინფრასტრუქტურული განვითარებისა და სხვა პროექტების წარდგენა. კონკურსის მეშევობით აირჩევა დასაფინანასებელი 40 პროექტი, რომელთაგან 6 ახალგაზრდებზე, ხოლო 4 ქალებზე იქნება ორიენტირებული.

Leave a Reply