სომხურმა მედიამ ქვეყნის ვიცე-პრემიერი სამთავრობო შენობაში მარიხუანას მოწევაში დაადანაშაულა

სომხური მედია ქვეყნის ვიცე-პრემიერ ტიგრან ავინიანს სამთავრობო შენობაში მარიხუანას მოწევაში ადანაშაულებს.

როგორც გამოცემა politik.am საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ტიგრან ავინიანი მარიხუანას სამთავრობო შენობაში, სამუშაო დროს მეგობრებთან ერთად ეწეოდა.

სომხეთის ვიცე-პრემიერი უკვე გამოეხმაურა ამ ბრალდებებს და განაცხადა, რომ გამოცემას სასამართლოში ცილისწამების გამო უჩივლებს.

„ვაპირებ მოვითხოვო არა მხოლოდ ცილისმწამებლური ინფორმაციის საჯარო უარყოფა, არამედ კომპენსაციაც, რომელსაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტების წარჩინებული სტუდენტების სწავლის საფასურის გადახდას მოვახმარ“, – განაცხადა ტიგრან ავინიანმა.