სომხეთი ხელს შეუწყობს საქართველოში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა

საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისათვის საარჩევნო უბნები გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გაიხსნება.

“საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები სომხეთის მეშვეობით შეძლებენ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას”, – განუცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა ვასილი ლიხაჩევმა ჟურნალისტებს.

ლიხაჩევმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სპეციალური უბნები გაიხსნება სომხეთის ქალაქ გიუმრიში, სადაც განთავსებულია რუსეთის სამხედრო ბაზა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სომხეთი ეხმარება რუსეთის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში. მაგალითად, 2016 წელს საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებს საშუალება მიეცათ სომხეთის დახმარებით მონაწილეობა მიიღოთ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში.

Leave a Reply