სომხეთის ომბუდსმენი მხარეებს მოუწოდებს არ დაუშვან ესკალაცია

სომხეთის რესპუბლიკის სახალხო დამცველი არმან თათოიანი განცხადებას ავრცელებს, სადაც მხარეებს მოუწოდებს არ დაუშვან ესკალაციისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედება.

მისი თქმით, სიტუაცია მოითხოვს დიდ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და სრული პატივისცემა ადამიანის უფლებათა მიმართ.

“ამ საპასუხისმგებლო დღეებში ძალზედ მნიშვნელოვანია მშვიდობა და სიფხიზლე”,- აცხადებს თათოიანი.