თომას დე ვაალი სომხეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

თომას დე ვაალი, „კარნეგი ფონდის“ წამყვანი მკვლევარი, რომელიც ათწლეულებია კავკასიის რეგიონს იკვლევს, აცხადებს, რომ სომხეთში არსებული ხანგრძლივი კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება. დე ვაალი ტვიტერის პირად გვერდზე წერს:

„სომხეთში არსებული ხანგრძლივი კრიზისი კვლავ უარესდება. ეს [მოვლენების განვითარების] სახიფათო გზაა, იმის გათვალისწინებით, რომ არმია ყოველთვის თავს იკავებდა პოლიტიკაში ჩარევისაგან“.

დე ვაალის თქმით, „ფაშინიანი ახლა ცდილობს, მთელს ელიტას შეეწინააღმდეგოს, მათ შორის ეკლესიასა და პრეზიდენტს, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით“.