თბილისმა სომხეთსა და საქართველოს შორის ხიდის მშენებლობის დაწყების თარიღი დაასახელა

რეგიონის უნიკალური პროექტის “მეგობრობის ხიდის” მშენებლობა ტექნიკური პროცედურების გამო გადაიდო. ქართული მხარის განცხადებით, პროექტი 2020 წლამდე განხორციელდება.

“მეგობრობის ხიდს” მშენებლობისთვის გამარჯვებულ ორგანიზაციას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 2017 წლის ბოლომდე ტენდერის გზით გამოავლენს.

სომხურმა და ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ხიდი 2018 წლისთვის უნდა ამოქმედებულიყო და მისი მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო. ხიდის ერთი ნახევარი საქართველოს ტერიტორიაზე, მეორე – სომხეთის მხარეს იქნება.

“მიმდინარეობს ტენდერის გამარჯვებულისა და კომპანიის შერჩევა, რომელიც ხიდის მშენებლობის საინჟინრო და ტექნიკურ ზედამხედველობაში იქნება ჩართული. წლის ბოლომდე კონტრაქტებს გავაფორმებთ და შემდეგ დაიწყება პროექტის განხორციელება “, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა.

გასვიანის თქმით, ხიდის მშენებლობა წელიწადნახევრის განმავლობაში გაგრძელდება, ის ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა. ამ დროისთვის, ონლაინ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად 68 ორგანიზაცია დარეგისტრირდა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საზღვარზე არსებული ბაგრატაშენ-სადახლოს ხიდის კვლევისა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ამ ხიდმა თავი ამოწურა, თუმცა დემონტაჟს არ ექვემდებარება, რაც ლოგიკურია. ხიდი საბჭოთა კავშირის დროს, დაახლოებით 40 წლის წინ აშენდა. ახალი, ოთხზოლიანი ხიდი დღევანდელი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან მარცხნივ აიგება. ხიდის ერთი ნახევარი საქართველოს ტერიტორიაზე იქნება, მეორე კი სომხეთისაზე.

Leave a Reply