მმართველი პარტია “ჩემი ნაბიჯი” ფაშინიანს მხარდაჭერას უცხადებს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების მმართველი პარტია “ჩემი ნაბიჯი” ფაშინიანს მხარდაჭერას უცხადებს. პარტიას მიაჩნია, რომ ცალკე სამხედრო პირების მიერ გახმოვანებული პოლიტიკური განცხადებები სამხედრო გადატრიალების მცდელობაა.

“ამ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯის მიზანია ხალხის ძალაუფლების უგულებელყოფა და პოსტ-კონფლიქტურ პერიოდში სახელმწიფოს საფრთხის ქვეშ დაყენება, რაც მოიცავს უსაფრთხოების წინაშე მდგარი დიდ საგარეო რისკებს”.

მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს ჩვენთან ერთად მოვიდნენ რესპუბლიკის მოედანზე, რათა მშვიდობიანად დავიცვათ ჩვენი კონსტიტუციური უფლება”- აღნიშნულია განცხადებაში.