სროლა სოფელ კუმურდოში

სამი დღის წინ სოფელ  კუმურდოში სროლის ხმა გაისმა. შეშფოთებულმა სოფლის მოსახლეობამ უსაფრთხოების მიზნით ამის შესახებ პოლიციას აცნობა, მაგრამ დღემდე გამოძიება არ დაწყებულა.

“12-ს 15 ან 20 წუთი ეკლდა, როცა სახლში შემოვდიოდი, მოულოდნელად 4-5 გასროლის ხმა გავიგონე. გამიკვირდა, ცოტა მოვითმინე, მივხვდი, რომ გაგრძელება არ მოყვება ამას, რომ წესრიგშია ყველაფერი. დილით რომ გამოვედი ,სოფელში ვიკითხე, თუ რა მოხდა და აღმოჩნდა, რომ ქართველებმა ჰაერში ისროლეს. გავაგებინე პოლიციას. მკითხეს, დავინახე თუ არა ვინ ისროლა. ვთქვი, რომ არ მინახავს, სამაგიეროდ გავიგონე სროლის ხმა. პირობა მოგვცეს, რომ ზომებს მიიღებენ“,– განაცხადა კუმურდოს ერთ-ერთმა მოსახლემ.

13 მაისს კუმურდოში სტუმრად ორი ადამიანი ყოფილა. მათ იარაღი ქონიათ. დაახლოებით 12 ადამიანი იყო სუფრასთან.

“მთვრალი ვიყავი, იქ ვიყავი, ქართველი ბიჭები თავიანთი ბიძის სანახავად იყვნენ მოსულები. მთვრალი კაცი გამოვიდა და გაისროლა. სიმართლე გითხრათ, მე არ გამიგია არაფერი. მეზობელი შემოვიდა და იკითხა თუ რატო ისმის სროლის ხმა. მე კი არ გამიგია არაფერი. დაახლოებით 12 კაცი ვიყავით, ღამის 2 საათამდე ვსვამდით.“  – თქვა სოფლის ერთ -ერთმა მოსახლემ, რომელიც სუფას ესწრებოდა.

კუმურდოს მცხოვრებლები შეშფოთებულნი არიან, რომ პოლიციამ უსაფრთხოების ზომები არ მიიღო.

“ძაღლსაც რომ ვესროლოთ, ციხეში ჩაგვსვამენ, კანონით კუთვნილ იარაღსაც წაგვართმევენ. რა უფლებით ისვრიან ჰაერში ჩვენს სოფელში, გეკითხებით ? რატომ მოდიან სოფელში ავტომატით, ომის ველია თუ რა?!“ -განაცხადა ერთ-ერთმა სოფლელმა.

“დიახ, სროლის ხმა ყოფილა, დილისკენ სოფლელებმა გააფრთხილეს პოლიცია, მაგრამ მათ ზომების მისაღებად წერილობითი განცხადება მოითხოვეს. დღეს ჩვენ წერილობით განცხადებას შევიტანთ პოლიციაში, ვნახოთ, რა მოხდება“,– ამბობს არტურ კურგინიანი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციის ცენტრმა, კითხვაზე არის თუ  არა მსგავსი შემთხვევა დაფიქსირებული და არის თუ არა აღძრული საქმე, გვიპასუხა, რომ ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და არაფრის თქმა შეუძლიათ.

Leave a Reply