სამცხე-ჯავახელი საქართველოს ჩემპიონი და საუკეთესო მოკრივეა

კრივში ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატში ახალქალაქელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი. ასევე, ახალქალაქელი სპორტსმენი აღიარებული იქნა საქართველოს 2016 წლის საუკეთესო მოკრივედ.

6-10 დეკემბერს თბილისში გამართულ ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობაში კრივში მონაწილეობდა 5 ახალქალაქელი სპორტსმენი სხვადასხვა წონით კატეგორიაში. მათგან ყველა ვარჯიშობს ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში, მწვრთნელი კი ატომ ელიზბარიანია.

ოთარ ერანოსიანმა გამარჯვება მოიპოვა სამივე მოწინააღმდეგეზე, ხოლო ფინალში დაამარცხა ფოთელი სპორტსმენი, რითაც მოიპოვა ჩემპიონობა.

არტიუშ გომციანი კი წელს შეუერთდა ჭაბუკ სპორტსმენებს. მან დაიკავა მე-2 ადგილი და გახდა კრივში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი.

ოთარ ერანოსიანისთვის ეს არ არის პირველი ჩემპიონობა. ის უკვე 5-გზის საქართველოს  ჩემპიონია. ოთარ ერანოსიანმა და არტიუშ გომციანმა უფლება მოიპოვეს მონაწილეობა მიიღონ 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე კრივში.

Leave a Reply