ალიკ ქსპოიანი-თუ ფიქრობთ, რომ 300 ლარით შესაძლებელია თეატრის შენარჩუნება, ცდებით

ახალქალაქის სახალხო თეატრის საქმიანობა მკაცრად შეზღუდულია. თეატრი მთელი წლის განმავლობაში ერთ სპექტაკლს დგამს, რომელსაც მაყურებელი ვერ ესწრება. მიუხედავად იმისა, რომ თეატრი 10 წლის განმავლობაში დაყოვნების გარეშე მოქმედებს, ახალქალაქში ცოტამ იცის მისი არსებობის შესახებ.

როგორც წერს სამცხე-ჯავახეთის jnews.ge სააგენტო, ახალქალაქის სახალხო თეატრის მდგომარეობა სავალალოა თუ მეტიც არა, დაწყებული სამსახიობო პერსონალიდან და თეატრალური დეკორაციებიდან, დამთავრებული დაფინანსებით. ახალქალაქის სახალხო თეატრში ანაზღაურებას იღებს მხოლოდ ორი თანამშრომელი, რეჟისორი და მისი ასისტენტი. ახალქალაქის რაიონული ბიუჯეტიდან ისინი ღებულობენ 160 და 136 ლარის ოდენობით ხელფასს. მსახიობები კი თავიანთი ენთუზიაზმის ხარჯზე აგრძელებენ თეატრის შენარჩუნებას.

„თუ ფიქრობთ, რომ 300 ლარით შესაძლებელია თეატრის შენარჩუნება, ცდებით“, –  აღნიშნა ჯავახეთის თეატრის ხელმძღვანელმა, ალიქ ქსპოიანმა.

დაფინანსების გარდა თეატრს კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა აქვს, ახალქალაქის კულტურის სახლის შენობის შიგნით და მის გარეთ ტემპერატურა არ განსხვავდება. ამ პირობებშიც კი მსახიობები სულ მცირე, კვირაში ორჯერ რეპეტიციას გადიან.

„თეატრში მოსვლა შეიძლება ივნისისა და ივლისის თვეებში, ხოლო ამ ორი თვის განმავლობაში ერთ სულ ადამიანსაც ვერ იპოვი, რადგან ჩვენი მსახიობები სკოლის მოსწავლეები არიან და ზაფხულის თვეების განმავლობაში მოსწავლეებს არდადეგები აქვთ და მშობლებს ეხმარებიან და ა.შ. თეატრის ნამდვილი დრო ახლაა, როცა მამაკაცები რუსეთიდან ჩამოდიან, მაგრამ ახლა ცივა. დარბაზში იმდენად ცივა, რომ მსახიობები 2-3 ტანსაცმლით გადიან რეპეტიციას“, – ამბობს ალიქ ქსპოიანი.

მისივე თქმით, უკვე ერთი წელია დგამენ სპექტაკლს „იყიდება კლარნეტი“.  „სირცხვილია ამის თქმა, მაგრამ 5 ბილეთიც კი ვერ გაიყიდა, შემდეგ იძულებული გავხდი სპექტაკლი დამედგა ჩემი მოსწავლეებისთვის და დავპატიჟე ყველა ხელმძღვანელი, არავინ მოვიდა…ახლა კი ახალი სამსახიობო შემადგენლობით ვდგამ იგივე სპექტაკლს. სპექტაკლის ჩვენებაზე დავპატიჟებ არმენ ბაიანდურიანს (თბილისის ეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღანელი), ხოლო სპექტაკლს მივუძღვნი მისი გარდაცვლილი მეუღლის ხსოვნას“, – აღნიშნა ალიქ ქსპოიანმა.

 

Leave a Reply