სომხეთმა პირველად არ მისცა ხმა დევნილების სტატუსის შესახებ საქართველოს რეზოლუციას

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 73-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ 2008 წლიდან ინიცირებული რეზოლუცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა სტატუსის შესახებ.

სომხეთმა, რომელიც ყოველწლიურად რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმას, წელს პირველად არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.

რეზოლუციას მხარი სულ 79-მა ქვეყანამ დაუჭირა, 15 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 57-მა თავი შეიკავა.

მწვანედ მონიშნულია რეზოლუციის მხარდამჭერები, წითლად – მოწინააღმდეგეები, ყვითლად ისინი, ვინც კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა და პოზიციის დაფიქსირებისაგან თავი შეიკავა. ის ქვეყნები, რომელთა გასწვრივაც არც ერთი ფერის ნიშანი არაა მითითებული, კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ.