მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 1-ელ ივნისს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

სატელეფონო საუბრის დროს, მხარეებმა სომხურ-ქართული თანამშრომლობის განვითარებისა და გაფართოების საკითხები განიხილეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი 1975 წლის 1-ელ ივნისს დაიბადა.