სომხეთის პარლამენტის რიგგარეშე სხდომებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები განიხილება

19 დეკემბერს, სომხეთის ეროვნულმა საბჭომ (პარლამენტი) საგანგებო სხდომა მთავრობის ინიციატივით მოიწვია.

დღის წესრიგში შეტანილი პროექტები, ძირითადად, მეორე მოსმენისთვის არის წარდგენილი. კანონპროექტები, რომლებსაც საბჭო განიხილავს: “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”,  “სომხეთის სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, “სასამართლო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, “ენერგიის დაზოგვისა და განახლებადი ენერგიის შესახებ” და სხვა.

სომხეთის ეროვნული საბჭოს დღის წესრიგში განსახილველად ასევე შეტანილი არის “საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ” კანონპროექტი.

Leave a Reply