სომხეთის კათოლიკოს პატრიარქის ვიზიტი აშშ-ში

26 ოქტომბრიდან, სრულიად სომხეთის კათოლიკოს პატრიარქი გარეგინ II აშშ-ში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, გუშინ იგი დასავლეთის სომხური ეპარქიის თემის “ვაჩე მანუკიანის” სკოლას ეწვია და მოსწავლეებს შეხვდა.

საპატრიარქო დელეგაციას შეერთებულ შტატებში შეუერთდნენ აშშ-ის აღმოსავლეთის თემის წინამძღვარი ხაჟაკ არქეპისკოპოსი პარსამიანი, კანადის სომხური ეპარქიის წინამძღვარი აბგარ ეპისკოპოსი და სხვა სასულირო წარმომდაგენლები.

მოსწავლეები უწმინდესს სიმღერით მიესალმნენ და სკოლის სახელით სიტყვითაც წარდგნენ.

სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა აშშ-ში მცხოვრებ სომეხ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და დალოცა. მან სომხურ დიასპორას მოუწოდებდა განაგრძონ ეკლესიისა და ნაციონალური ღირებულებების დაცვა და უსურვა უფლის გზით ცხოვრება, ასევე სულისა და სხეულის სიმტკიცე.

Leave a Reply