“ICE AGE-2018 Jeep Trials” ავტორბოლა სომხეთში გაიმართება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ტექნიკური მხარდაჭერით, კლუბი «4×4 Off Road» 18 მარტს, კოტაიქის რეგიონში, წაღკაძორ-ჰანქავან გზის დასაწყისში, ორგანიზებას გაუწევს ICE AGE-2018 Jeep Trials საერთაშორისო საავტომობილო რბოლას.

კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის, საქართველოსა და ირანის 70-ზე მეტი მრბოლელი. მონაწილეები კონკურენციას გაუწევენ 3 ძირითად კლასს, გადალახავენ ხელოვნურ და ბუნებრივ დაბრკოლებებს.

ღონისძიების ორგანიზატორი “4×4 Off Road” ყოველწლიურად ასევე ატარებს “Multi Force” საერთაშორისო შეჯიბრს, რომელიც სომხეთის ქალაქ იჯევანში იმართება.

Leave a Reply