აზნავური მხარეებს მოუწოდებს მოლაპარაკების მაგიდასთან შეიკრიბონ

ცნობილი მომღერალი შარლ აზნავური ნიკოლ ფაშინიანის მოწოდებას გამოეხმაურა.

“მაშინაც კი, თუ რიგი მიზეზების გამო მე შორს ვარ სომხეთისგან, ჩემი გული ყოველთვის სომხეთშია. ძალიან შეშფოთებული ვარ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მოვუწოდებ ყველა მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან შეკრიბონ, რათა ვიპოვოთ გამოსავალი და თავიდან აიცილოს ნებისმიერი სახის ძალადობა. ყველამ უნდა დათმოს რაღაც, რომ შევინარჩუნოთ ერის ერთიანობა, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, რომ სომეხმა ახალგაზრდებმა თავიანთი ადგილი იპოვონ და განვითარებულ და მშვიდობიან სომხეთში იცხოვრონ,” – ნათქვამია განცხადებაში.

Leave a Reply