კარატეში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის 12 წლის ახალქალაქელი გოგონა დაჯილდოვდა

„ლედი კარატე“-ს დიპლომი 12 წლის ოკსანა ავეტიანმა მოიპოვა. ეს დიპლომი,  კარატეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაწესდა.  

საქართველოში ოკსანა ერთ-ერთი იშვიათი გოგონაა, რომელიც „ლედი კარატე“-ს ტიტულს ფლობს, წერს სააგენტო jnews.ge.

ამავდროულად ოკსანა  ახალქალაქის ერთადერთი კარატისტი გოგონაა.

მწვრთნელის სიტყვებით, ოკსანა ავეტიანი პერსპექტიული სპორტსმენია, ის ერთგული და კეთილსინდისიერია პიროვნებაა.

„ის ძალიან კეთილი, წყნარი და ყურადღებიანია. შემიძლია ვთქვა, რომ ის სპორტისადმი შეწირულ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება . არ მახსოვს შემთხვევა, რომ მას ვარჯიში გაეცდინა. ძალიან  დიდი პოტენციალი აქვს სპორტის ამ სახეობაში“-აღნიშნა მწვრთნელმა, რაფაელ ღარიბიანმა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მაისში თბილისში ჩატარებულ  კარატე WSKU-ს მსოფლიო პირველობაში ოკსანა  მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ის, მინუს 34 კგ. წონით კატეგორიაში, 10-11წლის ბავშვთა  ასაკობრივ ჯგუფში, იპონ კუმიტე სახეობაში ასპარეზობდა.

Leave a Reply