ნინოწმინდის საზაფხულო ბანაკი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 105 ბავშვი საზაფხულო არდადეგებისთვის განკუთვნილ ერთ კვირას ქალაქ ნინოწმინდის კულტურულ- საგანმანათლებლო ცენტრის საზაფხულო ბანაკში გაატარებს.

საზაფხულო ბანაკი 31 ივლისს გაიხსნა და 6 აგვისტოს დაიხურება. ბანაკის აქტივობებში მონაწილეობას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 8-14 წლის ბავშვები იღებენ. ბანაკის მიზანია ბავშვების საგანმანათლებო და კულტურული ცოდნის გაღრმავება. ბანაკს ფინანსურ მხარდაჭერას „სომხური დახმარების გაერთიანება“ უწევს.

ბანაკის აშშ ორგანიზატორი ანი ხაჩატრიანი:„აღმოსავლეთ ამერიკის რეგიონიდან ვარ, სომხურ ახალგაზრდულ ფედერაციასთან ერთად ჯავახეთში ჩამოვედით, იმ მიზნით, რომ აქ ბავშვებისთვის ბანაკი მოვაწყოთ. ჩვენთვის ძნელია ამერიკიდან ჯავახეთში კავშირის დამყარება. ბანაკის შექმნის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ჩვენს შორის გადებული ხიდი აღარ არსებობდეს და ჯავახეთში, როგორც საკუთარ სახლში ჩამოვდიოდეთ“

ამავე ორგანიზაციის ინიციატივით მსგავსი ბანაკები გაიხსნა წალკაში, ახალქალაქში და ახალციხეში.

nor.ge

Leave a Reply