სიმონ წატურიანის ომი და მშვიდობა

როგორც იუწყება jnews.ge ახალქალაქის რაიონის სოფელ ალასტანში მცხოვრები სიმონ წატურიანი თავის 94-ე იუბილეს აღნიშნავს. მიუხედავად წლებისა, მას კარგად ახსოვს ომის პერიოდი.

1942 წელს, წატურიანების ოჯახის ერთადერთი მემკვიდრე, 17 წლის სიმონი საბჭოთა არმიის რიგებში ჩაეწერა. იგი ბაქოში მსახურობდა. „42 წელს სამშობლო მძიმე მდგომარეობაში იყო, გერმანელები ჩრდილოეთ კავკასიას მოადგნენ. ლენინგრადი ალყაში იყო მოქცეული, ჩვენ ქალაქ გატჩინამდე მივედით, ხოლო 1944 წლის 14 თებერვალს კალინინგრადთან დამჭრეს. ორი თვე ვილნიუსში ვიწექი, შემდეგ სახლში დავბრუნდი. 6 თვე გერმანელების ალყაში ვიყავით. ომი საშინელებაა, არა არტო იმათთვის ვინც ომობს, არამედ იმათთვისაც, ვინც ჯარისკაცს ელოდება“ – ამბობს სიმონ ბაბუა.

დღევანდელ ახალგაზრდებში სიმონ ბაბუა, სამწუხაროდ, მონდომებასა და პატრიოტიზმს ვერ ხედავს. წუხს: ადრე სხვაგვარად იყო საქმე, დღეს ჯარში წასვლაც არ უნდათ, მე კი საჭიროების შემთხვევაში დავიცავ ჩემს სამშობლოს. შარშანდელი აპრილის ომის დროს მზად ვიყავი წავსულიყავი, მართალია პირველ ხაზზე ვერ ვიბრძოლებდი, მაგრამ რჩევით მაიც სარგებელს მოვუტანდი სამშობლოს. სანამ ვემზადებოდი, გავიგეთ, რომ ომი დამთავრდა.“

სიმონ წატურიანი, რომელიც ორი დის ერთადერთი ძმა იყო, დარწმუნებულია რომ იგი დედის ნაჩუქარმა ჯვარმა იხსნა სიკვდილისგან. ომიდან დაბრუნებისთანავე დაუბრუნა დედას ჯვარი და ცოლის მოსაყვანად დაიწყო მზადება. მას გოგონა სკოლის პერიოდიდანვე უყვარდა. 1946 სიმონი და მანიკი შეუღლდნენ. 70 ბედნიერი წელიწადი იყვნენ ერთად, სამი შვილი ეყოლათ, რომლებმაც 13 შვილიშვილი აჩუქეს. დღეს სიმონ ბაბუა ვაჟის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ცოლს ტკბილად იხსნებს, და წუხილით ამბობს რომ კიდევ 4 თვე რომ ეცოცხლა მანიკს, ალმასის ქორწილს გადაიხდიდნენ. დღეს სიმონ ბაბუას დიდი იმედი აქვს, რომ ექვსი წლის შემდეგ, როდესაც 100 წელი შეუსრულდება, დიდ დაბადების დღეს გადაიხდის, საჩუქრად კი უბრალო ყვავილების თაიგულს ითხოვს…

Leave a Reply