იან კელი სომხური სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებს შეხვდა.

აშშ-ის ელჩი საქართველოში – იან კელი სომხური სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებს შეხვდა.

ახალქალაქში ერთღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი, სომხური სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებს შეხვდა – ამის შესახებ სააგენტო www.jnews.ge. წერს.

იან კელი ახალქალაქის სურბ ხაჩ (წმინდა ჯვარი) ეკლესიას ეწვია, სანთელი დაანთო და სასულიერო პირებთან ერთად ილოცა.

მამა ბაგრატ სიალბიანი მიესალმა ელჩის ვიზიტს ეკლესიაში. სასულიერო პირებმა იან კელის, ეკლესიის ისტორია და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა გააცნეს; ამის შემდეგ შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.

ასევე დახურულ კარს მიღმა გაიმართა შეხვედრა –  ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

Leave a Reply