არცახში ჯარისკაცი დაჭრეს

7 ივნისს, დაახლოებით 23:30 საათზე, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის ჩრდილოეთ მიმართულებით აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხსასროლი იარაღით არცახის არმიის ჯარისკაცი 1998 წელს დაბადებული გევორგ ხაჩატრიანი დაჭრა.

ამის შესახებ იტყობინება არცახის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

ჯარისკაცი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ინციდენტის დეტალებზე გამოძიება მიმდინარეობს.

Leave a Reply