ახალქალაქში სავარაუდოდ სროლა განხორციელდა

ახალქალაქში, საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ენზელ მკოიანის საცხოვრებელ სახლთან, დაახლოებით 1 საათის წინ სროლის ხმა გაისმა.

როგორც შემთხვევის ადგილიდან “ალიქ მედიას” აცნობეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატის, სამველ პეტროსიანის კუთვნილი კაფე მდებარეობს, რომლის მიმართულებითაც განხორციელდა სავარაუდო სროლა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.