გემრიელი მემკვიდრეობა: “ტკბილი ბებერის დღე” შაუმიანში

თუ ოდესმე თბილისიდან ერევანში გაემგზავრებით, დიდი ალბათობით, თქვენ გაივლით მარნეულის რაიონის სომხებით დასახლებულ სოფელ შაუმიანის. პატარა და მყუდრო სოფელი შაუმიანი თავის ფესვებით და ისტორიით ყარაბაღში მიგიყვანთ.

შულავრელების წინაპრები ყარაბაღის შამშადინიდან და მომიჯნავე რეგიონებიდან ემიგრაციით მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოვიდნენ შაუმიანში და ძირითადად, აზერბაიჯანებით დასახლებულ რაიონში დასახლდნენ. სოფელი თვალსაჩინოა თავისი ისტორიით, მე-14-15 საუკუნეების ძეგლებით, სამზარეულოთი და ადათ-წესებით.

დეკემბრის პირველი დღე შულავერში, ჩვეულებით, აღინიშნება “ტკბილი ბებერის დღე”, როდესაც სოფლის მცხოვრებლები ერთმანეთს ეწვევიან და “სიჯოხით” (ტკბილი სუჯუხი), ჩირებით ან სხვა ტკბილეულით უმასპინძლდბიან და ერთმანეთს “ტკბილ ბებერს” ეძახიან.

ბევრს, შეიძლება ჰგონია, რომ ამ ტრადიციის სახელწოდებიდან გამომდინარე, ის განსაკუთრებით ქალებს ეხება, მაგრამ ასე არაა: ამ დღეს სოფლის ყველა მცხოვრები ქალი, მამაკაცი, მოხუცი თუ ახალგაზრდა ერთმანეთს ამ სიტყვით ესალმებიან. ეს დღე ასევე ოჯახში ერთმანეთთან დაახლოების მნიშვნელოვანი მიზეზია, ოჯახის წევრები ერთად ქიაშკას ამზადებენ.

ქიაშკა ხორბალისა და საქონლის ხორცისგან მომზადებული კერძია, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში ხარშავენ დაბალ ცეცხლზე. ოჯახის ყველა წევრი, ჩართულები არიან სამზადისში. მამაკაცები წინასწარ ხორცს ყიდულობენ, რისთვისაც მარნეულში მიდიან. ოჯახის უმცროსი წევრები კი ხორბალს ასუფთავებენ. გვიან ღამით ქიაშკას ცეცხლზე დგამენ და ტოვებენ დილამდე, რომ კარგად მოიხარშოს.

ერთ ჭიქა ხორბალს ამატებენ 2 ლიტრ წყალს და 200 გრამ ხორცს და იმდენ ხანს ხარშავენ, სანამ წყალი ამოშრება (ამ პროცესს სომხურად “ქაშველ” ჰქვია, აქედან მოდის კერძის სახელწოდებაც). მომზადების წესი იგივეა, როგორც სომხურ ჰარისასი. ამჟამად სომხეთის სხვადასხვა დასახლებაში ქიაშკა ან ჰარისა ცნობილია, როგორც კარგი ტრადიციული, სადღესასწაულო კერძი.

ეს ტრადიცია სომხეთიდან ემიგრირებულმა ხალხმა თან წაიღო ისე, როგორც შულავრელების შემთხვევაში. მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ნავასარდი აღინიშნებოდა, როგორც ახალი წელი, ტრადიციებთან ერთად(ერთმანეთს საჩუხრების ჩუქება და სხვა) ჰარისასაც ამზადებდნენ. ჰარისა, დაახლოებით, 2000 წელი სუფრის განუყოფილი ნაწილია, ისეთ დღესასწაულზე, როგორიცაა ბარეკენდანი, რომელიც აღინიშნება რამდენიმე დღის განმავლობაში.

საინტერესოა ასევე ისტორია, რომლის თანახმადაც კერძს ჰარისა ჰქვია. ტრადიციის მიხედვით, როდესაც წმინდა გრიგორ ლუსავორიჩი ხორ ვირაპი ეკლესიიდან გამოსვლით სომხეთის სოფლებში სეირნობდა და ქადაგებდა პოლითეისტურ სომხებს, რომ ღარიბებს საჭმლის მისაცემად ბევრი ერბო და ცხვარი შეეწირათ, შემდგომ სოფლის მცხოვრებლები ცეცხლზე დებდნენ დიდ ქვაბებს, ხორცს აგდებდნენ ქვაბში, ზემოდან ხორბალს ჰყრიდნენ. შემდგომ გრიგორ ლუსავორიჩი უბრძანებდა, რომ ქვაბში არსებული ხორცისთვის მოერიათ და ეძახდა “ჰარექ ზსა”(სომხ. მოურიეთ). კერძის სახელწოდებაც, სწორედ აქედან მოდის.

Leave a Reply