მოწინააღმდეგის მხრიდან, სროლის შედეგად, სასიკვდილოდ დაშავდა სამხედრო მოსამსახურე

საინფორმაციო hetq.am ავრცელებს  მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ დღეს დაახლოებით 9:30 საათზე თავდაცვის არმიის სამხრეთით მდებარე სამხედრო ერთეულებიდან ერთ-ერთის მიმართულებით, მოწინააღმდეგის მხრიდან, სროლის შედეგად, სასიკვდილოდ დაშავდა თავდაცვის არმიის სამხედრო მოსამსახურე, 1996 წელს დაბადებული გევორგ გევორგიანი.
შემთხვევის დეტალების  გასარკვევად მიმდინარეობს გამოძიება.

მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო იზიარებს მწუხარებას და  თანადგომას უცხადებს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და თანამოსამსახურეებს.
ფოტო:hetq.am

 

Leave a Reply