მთიანი ყარაბაღის მთავრობის ანგარიშზე 18 აპრილს 352.5 მლნ. სომხური დრამი გადაირიცხა

არცახის რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე 18 აპრილს 265 იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მიერ გადმორიცხულია  352 530 400 დრამი. ხოლო 4-18 აპრილის მონაკვეთში გადმორიცხვების ჯამი შეადგენს 3 140 474 363 დრამს, რომელიც გადმორიცხულია 3 935 პირის მიერ.

არცახის მთავრობის გზავნილში წერია,  „მთავრობა, არცახის თითოეული მცხოვრებლის სახელით, უღრმეს მადლობას უხდის  ყველა დონორს და გარწმუნებთ, რომ თითოეულ ლუმას არსებითი მნიშვნელობა ექნება არცახის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.“ გადარიცხვების ანგარიშები რეგულარულად განახლდება ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე ავრცელებს hetq.am საინფორმაციო.
ფოტო:geocurrents.info

Leave a Reply