სომხეთის აეროპორტში მგზავრთა რიცხვი გაიზარდა

2018 წლის თებერვალ-მარტის მონაცემებით, სომხეთის ორ აეროპორტში მგზავრთა რიცხვმა 525, 079-ს მიაღწია, რაც 9,3%-ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით.

მარტში ერევანის “ზვართნოცის” აეროპორტში მგზავთა რიცხვმა 175,605  შეადგინა, რაც 6,1 პროცენტით მეტია წინა წლის მარტის მაჩვენებელთან შედარებით. ქალაქ გიუმრის “შირაკის” აეროპორტის მგზავრთა რიცხვმა ამავე თვეს 11, 138-ს მიაღწია. 2017 წლის მარტში მათი რაოდენობა 5,058-ს შეადგენდა.

Leave a Reply