სომხეთის პრეზიდენტი ევროპის სახალხო პარტიის სამიტს დაესწრო

სომხეთის პრეზიდენტი, რომელიც ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე მონაწილეობს.

“პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი სამიტზე სიტყვით გამოვიდა, სადაც იგი სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგს და ურთიერთობების განვითარების დინამიკას შეეხო”, – იუწყება სომხეთის პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.

ევროკავშირის ექვსი ქვეყნის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერები, დღეს ბრიუსელში შეირიბნენ, რათა კავშირისა და ყოფილ-საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელონ.

Leave a Reply