რელიგიის საკითხთა სააგენტო საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას ამაღლების დღესასწაულს ულოცავს

დღეს სომხური სამოციქულო ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას, იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებას ზეიმობენ. დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს მოწაფეებთან უფლის გამოცხადებასა და შემდგომ მის ზეცად ამაღლებას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ამაღლების დღესასწაულს, მშვიდობასა და წარმატებებს უსურვებს მათ“ , – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.