არცახის არმიამ “TOS-1A” საარტილერიო სისტემა გაანადგურა

არცახის თავდაცვის არმიის ცნობით, აზერბაიჯანული “TOS-1A” მძიმე საარტილერიო სისტემა გაანადგურეს.

თავდაცვის არმიის ცნობით, ამ დროისათვის საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.

არცახის თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები  სადამსჯელო მოქმედებებს ცალკეულ განყოფილებებში ახორციელებენ. განადგურებულია მტრის ჯარი, იარაღი და სამხედრო ტექნიკა” – ნათქვამია განცხადებაში.