აზერბაიჯანის სამხედრო თვითმფრინავმა ქალაქი მარტაკერტი დაბომბა, დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე

ცოტა ხნის წინ, აზერბაიჯანის სამხედრო თვითმფრინავმა ქალაქი მარტაკერტი დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას არცახის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი ავრცელებს.

„დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა რამდენიმე ადამიანი. ოფიციალური ბაქო ღიად უტევს მშვიდობიან მოსახლეობას, არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას“, – აცხადებს არცახის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი ვაჰრამ პოღოსიანი.