საქართველო სომხეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: სომეხი პოლიტიკოსი თბილისში ვიზიტს აჯამებს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დამოუკიდებელი დეპუტატი, პარტია “რესპუბლიკისთვის” დამფუძნებელი არმან ბაბაჯანიანი და ამავე პარტიის ვიცე-თავმჯდომარე რუბენ მეჰრაბიანი “სომხეთ-საქართველოს შორის საერთო დღის წესრიგის ხედვის შესახებ” დისკუსიის მიზნით გასულ კვირას თბილისში იმყოფებოდნენ.

პარტიის ვიცე-თავმჯდომარე რუბენ მეჰრაბიანი „ალიქ მედია“-სთან საუბრის დროს აცხადებს, რომ საქართველოს, 21-ე საუკუნეში სომხეთის რესპუბლიკის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სომხეთის, არამედ ყველა სომეხისთვის.  და დღეს მათი პარტიის „აბსოლუტური პოლიტიკური პრიორიტეტი“ არის ახალი ხარისხის, ახალი დღის წესრიგის, ახალი განზომილებების შექმნა, რომლებიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩვენი რეგიონით.

მისი თქმით, 2018 წელს სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, სომხეთმა და საქართველომ დააფიქსირეს საერთო ინტერესები, მიზნები და ღირებულებები, ხოლო ცვლილებები, რაც რეგიონში და მსოფლიოში ხდება, ასევე კარნახობს იმის გაცნობიერებას, რომ სომხეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები აღარ შეესაბამება როგორც ამჟამინდელ რეალობას, ასევე ორი ქვეყნის პოტენციალს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობების სტრატეგიული დონისა და შინაარსის მინიჭება.

„ეს არის ჩვენი პარტიის ხედვა, რომელმაც ადგილი დაიკავა ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამაში და გამოსვლებში 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და მის შემდგომ. ხოლო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მის გამო კრემლის წინააღმდეგ ისტორიულად უპრეცედენტო სანქციებმა, პოლიტიკურმა ბოიკოტმა, მნიშვნელოვნად შეცვალა რუსული ფაქტორის როლისა და მნიშვნელობის აღქმა მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენს რეგიონშიც.

დიახ, აქამდე არსებული მსოფლიო წესრიგი დასრულდა, ახალი კი ჯერ არ არსებობს, ის ყალიბდება და ცხვება უკრაინელების გმირული ბრძოლის დროს და ეს ახალი მსოფლიო წესრიგი ლეგიტიმურად იქნება პოსტ-რუსული. ბუნებრივია, ჩვენი რეგიონიც პოსტ-რუსული სამომავლო რეალობისკენ მიდის. და რა იქნება სომხეთისა და საქართველოს ადგილი და როლი ამ ახალ, პოსტ-რუსულ რეგიონში, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ, დიალოგი და ამისთვის დღეიდან მოვემზადოთ“, – ამბობს მეჰრაბიან.

მეჰრაბიანის თქმით, სომხეთის წინაშე დგას მთელი თავისი პოლიტიკის დივერსიფიკაციის, რუსეთთან ურთიერთობის მთელი კომპლექსის სტრატეგიული გადახედვის იმპერატივის წინაშე და ამ თვალსაზრისით, საქართველო არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება.

„სომხეთი და საქართველო არის ქვეყნები, სადაც დემოკრატია არის უსაფრთხოების საფუძველი და პირიქით, და ისინი შეიძლება არსებობდნენ ან ერთად, ან ორივე დავკარგავთ. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სომხეთმა და საქართველომ ურთიერთინტეგრაციის გაზრდით მოიპოვონ პოლიტიკური ნება და შესაძლებლობა, ერთობლივი პროგრამები მოიფიქრონ მესამე ქვეყნებთან ან ქვეყნების გაერთიანებებთან ურთიერთობაში. უპირველეს ყოვლისა, საუბარია აშშ-სა და ევროკავშირზე, ასევე ისეთ გავლენიან სუბიექტებთან, როგორებიცაა ინდოეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა და ა.შ.”.

რეგიონული მოვლენების ფონზე, მეჰრაბიან საქართველოსთან თანამშრომლობის უპირველეს ზონად მიირჩნევს უსაფრთხოებას; ყველა კომპონენტით.

„ჩვენ ორივე პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენი ძალისხმევის გაერთიანებით აუცილებლად მივიღებთ სინერგიულ ეფექტს ნებისმიერ სფეროში. უბრალოდ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს მოითხოვს შრომისმოყვარე და პროფესიონალურ შრომას, რასაც ინსტიტუციური გადაწყვეტილებები უნდა მოჰყვეს და ყველა წინაპირობა არსებობს. ამას ხელს უწყობს დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებში ჩვენი დემოკრატიული პარტნიორების დახმარებით ტარდება“, – აღნიშნავს მეჰრაბაიან.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები, რომლებიც დაფიქსირდა როგორც სომხეთში, ასევე საქართველოს მიერ, დიდწილად განპირობებულია რუსეთიდან ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების ნაკადით მოკლევადიანი ეფექტებით. ხოლო საშუალოვადიან პერსპექტივაში და განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში რუსული ბაზარი დეგრადირებული იქნება და საჭიროა ახალი მიმართულებები, რომლებიც შეიძლება იყოს განვითარების წყარო არა მხოლოდ რაოდენობრივად, არამედ ხარისხობრივად. იქ კი საკვანძო მნიშვნელობას იძენს თანამშრომლობა ტექნოლოგიურ ლიდერებთან, პირველ რიგში, აშშ-სთან და ევროკავშირთან, აზიურ გიგანტებთან, წამყვანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, სადაც სომხურ-ქართული თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალია.

მეჰრაბიანმა ასევე აფასებს საქართველოს გულწრფელ სურვილს, წვლილი შეიტანოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და შერიგების საქმეში და აღნიშნა, რომ ისინი უპირობოდ ენდობიან ქართული მხარის გულწრფელობას. თუმცა, ის ხედავს ამერიკულ პლატფორმაზე სომხურ-აზერბაიჯანული დიალოგის წარმატებისკენ მიმართული პროცესის შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, თუ სად მდებარეობს ეს: ვაშინგტონში, ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში თუ თავად თბილისში.

„სხვათაშორის, არსებობს ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება აზერბაიჯანიდან სომეხი სამხედროების დაბრუნებასთან დაკავშირებით და ამ გამოცდილებას აქვს განვითარების საჭიროებაც და აუცილებლობაც. ბოლოს და ბოლოს, საქართველო სომხურ-აზერბაიჯანული შერიგების პირდაპირი ბენეფიციარია და ამ ფაქტორს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ჩვენი სამომავლო რეგიონალური რეალობის ჩამოყალიბებაში ჩვენს დასავლელ მეგობრებთან ერთად“, – ასკვნის მეჰრაბიან.

ავტორი – ნორაირ მისკარიან