არცახის პრეზიდენტი: „ამჯერად მოსკოვი ერდოღანს უნდა ესაუბროს”

დღეს, არცახის პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთუნიანმა საომარი მოქმედებების დასრულებაში რუსეთის შესაძლო როლზე  ისაუბრა.

ჟურნალისტების თხოვნას 2016 წლის აპრილის ომთან პარალელების გავლებასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის შუამავლობით დასრულდა, არაიკ ჰარუთუნიანმა უპასუხა:

„მაშინ რუსებმა შეძლეს აზერბაიჯანის დარწმუნება და სომხეთისთვის შუამავლობა. დღეს რუსეთი სომხეთსა და ერდოღანს უნდა ესაუბროს. არ ვიცი, რამდენად არიან მზად ისინი ერდოღანთან სასაუბროდ”, – განაცხადა ჰარუთუნიანმა.

”ამ ომში თურქეთის უშუალო მონაწილეობა დამთხვევა არ არის, ის ბოლო რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში არ ჩამოყალიბებულა. თურქეთის ამბიციები სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და სომხეთის მიმართ დიდი ხანია ჩამოყალიბებულია“, – თქვა არაიკ ჰარუთუნიანმა.