ევროკავშირი ელის თანამშრომლობას სომხეთის ახალ მთავრობასთან

ევროკავშირი ელოდება სომხეთის დემოკრატიული გზით არჩეულ პარლამენტსა და მთავრობასთან თანამშრომლობას. ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერმა.

განცხადებაში კერძოდ წერია:

” 2018 წლის 9 დეკემბერს სომხეთში შემდგარი საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნები, აპრილ-მაისის რევოლუციის შემდეგ პირველი იყო რომელმაც მოიცვა მთელი ქვეყანა. ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთის სტაბილური, დემოკრატიული და წარმატებული მომავლის შექმნას. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ეს არჩევნები სომხეთში საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობა აღადგინეს.

ჩვენ ველით თანამშრომლობას დემოკრატიული გზით არჩეულ ახალ პარლამენტთან და მომავალ მთავრობასთან, ევროკავშირი-სომხეთის ყოვლისმომცველი ერთობლივ ვალდებულებების საფუძველზე, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.